უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ

თქვენ როდესმე გიფიქრიათ, რომ გაინტერესებთ უმაღლესი განათლების მიღება საზღვარგარეთ?

ეხლა შესაძლებელია ამის რეალიზება სრულიად ადვილად და მომგებიანად.

ბიზნესის მართვის კოლეჯი (ევროკავშირი, ლატვია) თქვენ გთავაზობთ მიიღოთ საზღვარგარეთ, ევროპაში აღიარებული, უმაღლესი განათლება, რუსულ ენაზე, თქვენი ქვეყნიდან გაუსვლელად.
თქვენ იკითხავთ, როგორ შეიძლება ამის მიღება?

ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ბიზნესის მართვის კოლეჯი გთავაზობთ თანამედროვე სწავლებას დისტანციური სწავლების ფორმით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ევროპაში , თავად კი იმავდროულად იმყოფებოდეთ თქვენ ქვეყანაში. ერთადერთი, რაც თქვენთვის აუცილებელია -  კომპიუტერი ინტერნეტით.

უკვე ეხლა, ბიზნესის მართვის კოლეჯში, სწავლობენ სტუდენტები რუსეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ირლანდიიდან, ინგლისიდან, ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, ფინეთიდან, დანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, შვეიცარიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და კანადიდან.

ბიზნესის მართვის კოლეჯი – აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია, დარეგისტრირებული ლატვიის რესპუბლიკის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრში (N 3347802338). ბიზნესის მართვის კოლეჯი (BVK ან „ბმკ“) დაარსებულია 2003 წელს და სთავაზობს პირველი დონის უმაღლესი, პროფესიული განათლების მიღებას დისტანციური სწავლების ფორმით.

თუ გაქვს სურვილი მიიღო უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ  და  თვითონ დაგეგმო შენი დრო, ბიზნესის მართვის კოლეჯი – შენი სწორი არჩევანია. პირველი დონის უმაღლეს, პროფესიულ, განათლებას შენ მიიღებ დისტანციური ფორმით 2,5 წელიწადში.

შემოგვიერთდი!

გაეცანი დისტანციურ  სწავლებას
გაეცანი ბიზნესის მართვის კოლეჯს